თბილისი. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა შეშფოთებას გამოხატავს 2013 წლის 20 ივლისს ქალაქ ზუგდიდში და 21 ივლისს ბათუმში განვითარებული მოვლენებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომხდარ ინციდენტზე არაადეკვატური რეაგირების გამო", ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერი და ეფექტური რეაგირება მოახდინოს თითოეულ მსგავს გამოვლინებაზე, სამართალდამრღვევთა მიერ ჩადენილი ქმედებების მიმართ განახორციელონ სათანადო სამართლებრივი შეფასება და მისცენ შესაბამისი კვალიფიკაცია, ასევე გამოიყენონ ადეკვატური სანქციები.
წყარო: gdi.ge