en
ge

ახალგაზრდული პარლამენტის ინიციატივას საქართველოს პარლამენტი განიხილავს

თბილისი. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა შესახებ ახალგაზრდული პარლამენტის საკანონმდებლო წინადადებაზე საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი იმსჯელებს. ამის შესახებ ახალგაზრდული პარლამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
ახალგაზრდული პარლამენტის ინიციატივით, დღეს არსებული პირის ქმედუნარიანობის შეზღუდვის საფუძვლებს, როგორიცაა, ალკოჰოლსა ან ნარკოტიკული ნივთიერებებზე დამოკიდებულება უნდა დაემატოს აზარტულ თამაშებზე პათოლოგიური დამოკიდებულება, როგორც ქმედუნარიანობის შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი.
ინიციატივას საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი 23 ივლისს განიხილავს.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023