თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საჯარო ინფორმაციის ანალიტიკურ ბლოგზე გამოაქვეყნა პუბლიკაცია „სასამართლო სტატისტიკა 2007–2013".
ინსტიტუტმა 2012 წელს შეიმუშავა სასამართლო სტატისტიკის მოდული, რომელიც წარმოადგენდა სასამართლოების მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემების ელექტრონულ ვიზუალიზაციის საშუალებას. სწორედ ამ მონაცემებს ეფუძნება ბლოგზე განთავსებული პუბლიკაცია, რომელიც „გარკვეულ წარმოდგენას შეგვიქმნის ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში პირველი ინსტანციის სასამართლოების საქმიანობაზე".
წყარო: opendatablog.wordpress.com