en
ge

სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ მდგრადობაზე ოზურგეთში

გურია.სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა გამართა სამუშაო შეხვედრა ორგანიზაციების ფინანსურ მდგრადობის საკითხებზე ოზურგეთში. შეხვედრას გურიის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების 18 წარმომადგენელი დაესწრო. ტრენინგების ციკლი მომზადებულია უცხოელ ექსპერთებთან კონსულტაციის შედეგად და მისი მიზანია ხელი შეუწყოს არასამთავრობო ორგანიზაციებს თანხების სხვადასხვა გზით მოძიებაში. სამუშაო შეხვედრები შედგება სამი სესიისგან: ფილანტროპია და მოხალისეობა, გრანტები და სახელმწიფო დაფინანსება, სოციალური მეწარმეობა. შეხვედრები უკვე გაიმართა გორში, ახალციხეში, თელავსა და ქუთაისში. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრების ციკლს ბათუმში დაასრულებს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)