en
ge

ბათუმის მოსახლეობასთან ქალაქის პრიორიტეტების განხილვა იწყება

აჭარა. ბათუმის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო და თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერია  იწყებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს ქალაქ ბათუმის 2014–2017 წლების პრიორიტეტების განსახილველად. შეხვედრები გაიმართება ბათუმის სხვადასხვა უბანში. შეხვედრებს დაესწრებიან ბათუმის მერიის, საკრებულოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
24 ივლისს 12:00 საათზე, გაიმართება შეხვედრა სამრეწველო და კახაბრის უბნის მოსახლეობასთან. მისამართი: ფრიდონ ხალვაშის 330.
24 ივლისს 17:00 საათზე, გაიმართება შეხვედრა ძველი ბათუმის, რუსთაველის და ბაგრატიონის უბნის მოსახლეობასთან. მისამართი: ჯინჭარაძის 41.
25 ივლისს 12:00 საათზე, გაიმართება შეხვედრა აეროპორტის, გონიო–კვარიათის, მწვანე კონცხის უბნის მოსახლეობასთან. მისამართი: მწვანე კონცხი.
25 ივლისს 17:00 საათზე, გაიმართება შეხვედრა ხავახიშვილის, აღმაშენებლის, ხიმშიაშვილის უბნის მოსახლეობასთან. მისამართი: აღმაშენებლის 13.
26 ივლისს 17:00 საათზე, გაიმართება შეხვედრა თამარ მეფის, ბონი–გოროდოკის უბნის მოსახლეობასთან. მისამართი: ნონეშვილის 2.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023