en
ge

ლბტ ქალთა საკითხები გენდერის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების დღის წესრიგში

თბილისი. 23 ივლისს, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა წარმოადგინა მის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა ლბტ ქალთა საკითხებს ქალთა, ლგბტ საკითხებზე მომუშავე, საერთაშორისო ორგანიზაციების, კვლევითი ინსტიტუტების და ფონდების დღის წესრიგში. ღონისძიებას უმასპინძლა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ.
კვლევის მიზანს პოტენციური სტრატეგიული პარტნიორების გამოვლენა წარმოადგენდა. გამოიკვეთა, რომ გამოკითხულ ქალთა უფლებებზე, გენდერის, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების, ფონდების და კვლევითი ინსტიტუციების უმეტესობისთვის ლბტ საკითხები ამ ეტაპზე ნაკლებ პრიორიტეტულია. ორგანიზაციების უმეტესობას არ აქვს სერვისები, რომლებიც ლბტ ქალთა სპეციფიკას გაითვალისწინებდა, კვლევითი ორგანიზაციები ამ ეტაპზე არ არიან დაინტერესებული კონკრეტულად ლბტ საკითხებზე მუშაობით და არც წარსულში განუხორციელებიათ ამ მიმართულებით კვლევები. თუმცა, კვლევაში მონაწილე ორგანიზაციების უმეტესობამ გამოხატა მზადყოფნას სამომავლოდ თანამშრომლობისთვის.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)