en
ge

შეხვედრა ადგილობრივ საკითხებზე

სამეგრელო. 24 ივლისს ზუგდიდის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" ქუჩების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია გაიმართა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა მალხაზ ჭკადუამ მიმდინარე წელს დაგეგმილი რეაბილიტაციის ხარჯებზე ისაუბრა და აუდიტორიას პროექტი chemikucha.ge გააცნო, რომელსაც ზუგდიდის მონაცემები უახლოეს მომავალში დაემატება. ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ანალიტიკოსმა არჩილ თოდუამ კი ზუგდიდში ურბანული პოლიტიკის განხორციელების პრაქტიკა მიმოიხილა. მან ასევე წარმოადგინა გასულ საუკუნეში ზუგდიდში გადაღებული ქუჩების ფოტოები, რომელთა ნაწილი დადიანების მუზეუმშია დაცული.
შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები, საკრებულოს, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
საჯარო დისკუსია „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის კლუბის" მიერ იყო ორგანიზებული.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)