en
ge

ევროინტეგრაციის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია

თბილისი. 26 ივლისს, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, სასტუმრო ჰოლიდეი ინნ–ში, გაიმართება ევროინტეგრაციის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია: „ვიშეგრადის ქვეყნები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროინტეგრაციისათვის".  სადაც წარმოადგენენ პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები. ასევე გაიმართება დისკუსია ევროინტეგრაციის გამოწვევებზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და იმ გამოცდილების აპრობაციაზე, რაც ამ მიმართულებითაა დაგროვილი ვიშეგრადის ქვეყნების ჯგუფში. 
კონფერენციაა დაესწრებიან, როგორც ქართველი ექსპერტები, ასევე ექსპრეტები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჩეხეთიდან, უკრაინიდან, მოლოდევითან, სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან და  უნგრეთიდან.  ღონისძიებას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები. 
კონფერენცია იმართება პროექტის – V4 for C3 Countries EU Integration – ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ვიშეგრადის ქვეყნებში დაგროვილი  გამოცდილების გაზიარება ევროპასთან დასაახლოებლად   შემდეგ საკითხებში – მდგრადი განვითარება, თავისუფალი ვაჭრობის განვითარება, სოციალური პოლიტიკა და სოციალური დიალოგი. 




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)