en
ge

საიამ და სამართლიანმა არჩევნებმა სასამართლოში სარჩელი წარადგინეს

თბილისი.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ სასამართლოში სარჩელი წარადგინეს, რათა აჭარის უმაღლესმა საბჭომ შეაჩეროს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმადაც 13 მილიონ 554 ათას 400 ლარი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს მოხმარდება.
„ჩვენ მივესალმებით ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად მიმართულ ნებისმიერ ღონისძიებას. თუმცა, ხელისუფლება ვალდებულია პრიორიტეტები ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში განსაზღვროს და საბიუჯეტო ხარჯების ზრდა  წინასაარჩევნო პერიოდში კანონდარღვევით არ მოხდეს", ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)