თბილისი.ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პრეზიდენტის მიერ თენგიზ გუნავას
შეწყალებას ეხმაურება. „გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად კანონიერი და სამართლიანი
იყო პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან
გამომდინარე. გვსურს პასუხი გავცეთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებულ რამდენიმე
ძირითად კითხვას", – ნათქვამია საიას ვებგვერდზე.
საიამ გამოაქვეყნა პასუხები შემდეგ კითხვებზე:
„არის თუ არა ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კანონიერი პრეზიდენტის განკარგულება თ.გუნავას სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ? კანონიერია, თუ არა პრეზიდენტის განკარგულება თ.გუნავასთვის ნასამართლობის მოხსნის შესახებ? არის თუ არა პრეზიდენტის გადაწყვეტილება თ.გუნავას სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ სამართლიანი და კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისი?"
წყარო: gyla.ge