სამეგრელო. 7 აგვისტოს, ასოციაცია „ათინათში" მოეწყო ახალგაზრდული ცენტრის „ორტუსის" პრეზენტაცია ცენტრის ბავშვების მშობლებთან.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მშობლები გაცნობოდნენ პროექტს, ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობას. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, მშობლებთან ერთად დაისახა სამომავლო გეგმებიც. შეხვედრა შედგა პროექტ – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოშის" – ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებეული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის
გვერდი სოციალურ ქსელში