თბილისი. კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ევროინტეგრაციის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია: ვიშეგრადის ქვეყნები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროინტეგრაციისათვის. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში შესრულები კვლევის შედეგები, ასევე გაიმართა დისკუსია ევროინტეგრაციის გამოწვევებზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და იმ გამოცდილების აპრობაციაზე, რაც ამ მიმართულებითაა დაგროვილი ვიშეგრადის ქვეყნების ჯგუფში.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი ექსპერტები, ასევე ექსპერტები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჩხეხეთიდან, უკრაინიდან, მოლდავეთიდან, სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან და უნგრეთიდან.
კონფერენციის დასკვნით ნაწილში გაიმართა ევროინტეგრაციის საკითხებისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონკურსი გამარჯვებულების დაჯილდოება და მათთვის სერთიფიკატების გადაცემა.
26 ივლისს გამართული კონფერენცია გაიმართა პროექტის – V4 for C3 Countries EU Integration – ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ciesr.org