en
ge

ტრენინგი ახალციხეში: „შედეგზე ორიენტირებული პროექტის დაგეგმვა“

სამცხე–ჯავახეთი. 8-9 აგვისტოს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი სამცხე–ჯავახეთში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის მართავს ტრენინგს თემაზე: „შედეგზე ორიენტირებული პროექტის დაგეგმვა" .
ტრენიგი განკუთვნილია საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროექტის მენეჯერებისთვის და იმ ადამიანებისთვის ვინც ჩართულები არიან და მონაწილეობენ პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ტრენინგის მიზანია საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მიიღონ  თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სისტემური ცვლილებისა და მონაწილეობითი მიდგომების შესახებ, რაც მათ საშუალებას მისცემს განავითარონ გრძელვადიან შედეგსა და გავლენაზე ორიენტირებული პროექტები.
ტრენინგი ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის ხელმძღვანელობით. ფინასურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ევროკავშირი, „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის ხელშეწყობა საქართველოში" პროექტის ფარგლებში.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)