შიდა ქართლი. 8 აგვისტოს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი ქართლოსის" ორგანიზებით 2008 წლის აგვისტოს ომის 5 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა დევნილი ახალგაზრდების სამშვიდობო აქცია, სახელწოდებით: „მე მახსოვს ჩემი სახლი, ჩემი სოფელი, ჩემი ხეობა, გთხოვ, არ დაივიწყო შენც!"
აქციის ფარგლებში ახალგაზრებმა გორის მუნიციპალიტეტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, აგვისტოს ომის გმირთა მემორიალამდე სამშვიდობო მსვლელობა მოაწყვეს, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი ხმა, გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკვეს და დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრნენ.
წყარო: cso.ge