სამეგრელო. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ანაკლიაში ორდღიანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები ესწრებოდნენ სამეგრელოს რეგიონის ე.წ. საზღვრისპირა სოფლებიდან ასევე გალის რაიონიდან. შეხვედრას დაესწრნენ ასევე კონფლიქტის ზონაში მოქმედი სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
საუბრის თემას წარმოადგენდა ქალები მშვიდობა და უსაფრთხოება, ქალთა როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენის პროცესებში განსაკუთრებული ყურადღება კი გამახვილდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის 1325-ის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე.
საუბარი შეეხო კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქალების საჭიროებებსა და მათ პრობლემებს. შეხვედრას ქალტა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქალების შესახებ დამსწრე საზოგადოებას ორგანიზატორებმა ფილმებიც აჩვენეს. შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა მწერალი დათო ტურაშვილი, რომელიც თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული მაგალითები საქართველოს წარსულიდანაც მოიყაანა.
გაეროს ქალთა ორგანიზაციას ასევე პარტნიორობას უწევს ორგანიზაცია ომისა და მსვიდობის გაშუქების ინსტიტუტიც. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ქალთა საჭიროებებსა და პრობლემებზე მომუშავე წარმოდგენილი ორგანიზაციები ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძეკლებას სამომავლოდაც გეგმავენ.
წყარო: პორტალი GINSC