შიდა ქართლი.13-14 აგვისტოს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
შიდა ქართლში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის მართავს ტრენინს – „შედეგზე
ორიენტირებული პროექტის დაგეგმვა".
ტრენიგი
განკუთვნილია საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროექტის მენეჯერებისთვის და იმ
ადამიანებისთვის, ვინც ჩართულები არიან და მონაწილეობენ პროექტის დაგეგმვასა და
განხორციელებაში.
ტრენინგის
მიზანია საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული
ცოდნა სისტემური ცვლილებისა და მონაწილეობითი მიდგომების შესახებ.
ტრენინგი
ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, მოწვეული საერთაშორისო
ექსპერტის ხელმძღვანელობით. ფინასურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ევროკავშირი, პროექტის
– „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის ხელშეწყობა საქართველოში"
– ფარგლებში.