კახეთი. 5-11 აგვისტოს, ლოპოტაზე, კავკასიურმა ინსტიტუტმა უმასპინძლა საზაფხულო სკოლას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სტუდენტურ დებატებში გამარჯვებული 5 ქალაქის გუნდმა. კერძოდ, თბილისი, ქუთაისი, თელავი, ბათუმი და ახალციხე.
სტუნდეტურ დებატებში თემაზე: „სამართლიანი არჩევნების როლი დემოკრატიული განვითარების პროცესში", გამარჯვება მოიპოვა ახალციხის გუნდმა, რომელიც ფინალში ბათუმის გუნდს დაუპირისპირდა.
საზაფხულო სკოლის მონაწილეებს ჩაუტარდათ ლექციები და გაიმართა დისკუსიები შემდეგ თემებზე: დებატების ხელოვნება, საჯარო გამოსვლა, დემოკრატიზაციის პორცესი. ასევე გაიმართა კინო ჩვენება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები გაეცნენ ორ ფილს, კერძოდ: „ჩურჩულიდან კივილამდე" (დოკუმენტური) და „კატერინა ბლუმის შელახული ღირსება" (მხატვრული).
წყარო: participate.ge