თბილისი. „ჯამპსტარტ საქართველომ" პროექტის „ფერადი ინფოს" ფარგლებში ახალი
ინფოგრაფიკა გამოაქვეყნა სახელწოდებით – „ფრთხილად! ჰაერია!". ვიზუალიზაცია
ასახავს ჰაერის ხარისხს.
„ჰაერის ხარისხი საქართველოს მხოლოდ 5 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონში, ბათუმსა და რუსთავში იზომება. საშუალოდ, ჰაერის დამაბინძურებელთა კონცენტრაცია ამ ქალაქებში ზღვრულად დასაშვებ ნორმას 2.5-ჯერ აღემატება. ინფოგრაფიკაზე ვიზუალურად გამოსახულია საქართველოს გარემოს სააგენტოს მიერ ბოლო წლის განმავლობაში შეგროვებული ჰაერის ხარისხის გაზომვის შედეგები, ასევე, ის, თუ რა დაავადებების გამოწვევა შეუძლია ჰაერში დამაბინძურებელთა მაღალ კონცენტრაციას", ნათქვამია ფერად ინფოზე.
წყარო: feradi.info