რაჭა–ლეჩხუმი.ასოციაცია „რეგიონული კინოს ასოციაცია" საქართველოს მუნიციპალიტეტებში კინოჩვენებებს
აწყოს ღია ცის ქვეშ. 3 დღის მანძილზე თითო ქალაქში ნაჩვენები იქნება ქართული ფრანგული
და გერმანული ფილმები. 16, 17, 18 აგვისტოს კინოჩვენები ცაგერში მოეწყო. ორგანიზაციის
წევრებმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან კინოკლუბის შექმნის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
დაათვალიერებს რამდენიმე მოქმედი და უმოქმედო ობიექტი, სადაც კინოკლუბის განთავსებაა
შესაძლებელი. 19, 20, 21 აგვისტოს კინოჩვენებები გაგრძელდება ამბროლაურის რაიონში.
საღამოს 8 საათზე ქართული და უცხოური ფილმების ჩვენება მოეწყობა პარკში, ხოლო დღის
3 საათზე კულტურის სახლში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში