en
ge

მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს

შიდა ქართლი. ორგანიზაციამ „უკეთესი მომავლისათვის" საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვა გამოაქვეყნა სახელწოდებით: „ახალგორის რაიონის პრობლემები: დევნილები და მათი მომავალი". 21 აგვისტოს გამოქვეყნებული მიმართვა ეფუძნება ორგანიზაციების Trust in Development (ლიტვა) და „უკეთესი მომავლისათვის" (საქართველო)  ორგანიზებით 19 ივლისს გამართული კონფერენციის შედეგებს.
„მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, უფრო დიდი ინტერვენცია განახორციელონ და მეტი ნდობა და მხარდაჭერა  გამოუცხადონ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებს... ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის საქმეში დიდია, ამიტომ  მნიშვნელოვნად მიგვაჩნია რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაიცების პროფესიული და სტრუქტურული განვითარების მხარდაჭერა, რომელნიც დევნილთა საკითხებზე და კონფლიქტებზე მუშაობენ.
დევნილ მოსახლეობა საჭიროიბს ტრენინგებს: სამოქალაქო განათლების, მშვიდობის მშენებლობის, დემოკრატიის, ევროპული ღირებულებების, ქალთა უფლებების,  გენდერული საკითხების, ადამიანის უფლებების შესახებ.
სასურველია მესამე მხარემ ხელი შეუწყოს შეხვედრებს ექსპერტების დონეზე (ისტორიკოსები დოკუმენტირები, მეცნიერები, პოლიტოლოგები ორივე მხრიდან) რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტის  არასწორი შეფასებები და შედეგები", ნათქვამია მიმართვაში.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის „უკეთესი მომავლისათვის" გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)