en
ge

ბათუმის „დაუსრულებელი ისტორია“

აჭარა. 25-26 აგვისტოს, ბათუმში, ახალგაზრდული ორგანიზაცია „არტ ვეი" და მასთან არსებული თეატრალური დასი პიაცას მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოადგენს ნიკო კილაძის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს - „დაუსრულებელი ისტორია". მასში ასახული მე-20 საუკუნის დასაწყისის ბათუმური ყოფა - რევოლუცია და რეპრესიები.
ახალგაზრდა რეჟისორი ოთარ ქათამაძე, ამჯერად, მაყურებელს კინოს ხერხებით დადგმულ სპექტაკლს სთავაზობს. გასულ წლებთან შედარებით, მოქმედებები ვითარდება რეალურ გარემოში - სცენისა და დეკორაციის გამოყენების გარეშე. „ბათუმური ისტორიების" გაცოცხლებაში ორმოცამდე ახალგაზრდა მოყვარული მსახიობია ჩართული.
პროექტის ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა ადგილას წარმოდგენილი იქნება ჩრდილების თეატრის სპეციფიკაზე აგებული მცირე ეტიუდები, ხოლო სპექტაკლისა და ეტიუდების ჩვენებამდე გაიმართება თეატრალიზირებული მსვლელობები მსახიობთა მონაწილეობით.
პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების დაინტერესება თეატრით; ასევე, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და მათი ნიჭის განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერია.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)