en
ge

გურჯაანში ,,საზოგადოებრივი საქმიანობის კლუბი’’ შეიქმნა

კახეთი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ახალგაზრდებმა შექმნეს ახალგაზრდული ,,საზოგადოებრივი საქმიანობის კლუბი’’, რომელშიც ამავე სოფლის საჯარო სკოლის 20-მდე აქტიური მოსწავლეა ჩართული.
,,საზოგადოებრივი საქმიანობის კლუბის’’ წევრების თქმით, ისინი სხვადასხვა სახის ღონისძიებებს უკვე ახორციელებენ.
მოხალისეების თქმით, ახალგაზრდული კლუბის ძირითადი მიმართულება საზოგადოებრივი საქმიანობა, ქველმოქმედება და გარემოს დაცვაა. ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის ზაურ მირიანაშვილის თქმით, მათი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება გარემოს დაცვაა, ამიტომ ღონისძიებების უმრავლესობაც ამ თემისკენ არის მიმართული: ,,სხვადასხვა სახის აქციებს ვახორციელებთ, მაგრამ მათი უმეტესობა ბუნების დაცვისკენ, მისი დასუფთავებისკენ არის მიმართული, მაგალითად ველისციხის საჯარო სკოლის ეზო და სოფლის ცენტრში საცურაო აუზი დავასუფთავეთ. გურჯაანის ახალგაზრდულ ცენტრთან ვთანამშრომლობთ აქტიურად. ჩვენი აქტივისტები მათ მიერ გამართულ ღონისძიებებში ხშირად ერთვებიან, ესწრებიან ტრენინგებს და აქტიურ მონაწილეობას იღებენ.’’
,,საზოგადოებრივი საქმიანობის კლუბის’’ წევრების თქმითვე, დაგეგმილია ჯგუფის გაფართოვება და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლების ახალგაზრდების ჩართვა საზოგადოებრივ საქმიანობაში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)