თბილისი. „2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო ინფორმაციის გაცემა გაუმჯობესდა. არჩევნებამდე არსებული სრულყოფილად გაცემული პასუხების 51%-იანი ნიშნული 81%-მდე გაიზარდა. ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 30%-დან 11%-მდე შემცირდა"- განაცხადა ლევან ავალიშვილმა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენელმა დღეს გამართულ კონფერენციაზე, რომელზეც დასახელდნენ საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ყველაზე ანგარიშვალდებული და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა დაწესებულებები გამოავლინა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერილი პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge"-ს ფარგლებში.
კონფერენციაზე დასახლდნენ ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები.
წყარო: osgf.ge