თბილისი. 11 სექტემბერს დაიწყო და 13 სექტემბრამდე გაგრძელდება ტრენინგი – „როგორ გავხდეთ მედიატორი? – თეორიული და პრაქტიკული საკითხები". ტრენინგს უძღვებიან პოლონელი ექსპერტები და მისი მიზანია მომავალი მედიატორების კვალიფიკაციის ამაღლება და პოლონური გამოცდილების გაზიარება.
ტრენინგში მონაწილეობას იღებენ ფსიქოლოგები, იურისტები, პედაგოგები, სოციალური მუშაკები, რომლებმაც გაიარეს მედიაციის შესარჩევი კონკურსი.
ტრენინგი ხორციელდება პროექტის – „მედიაცია საქართველოში კონფლიქტების ტრანსფორმაცია, დავების ეფექტური დარეგულირება და კონფლიქტების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი" – ფარგლებში. რომელიც დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „დემოკრატიის ხელშეწყობის მიერ".
პროექტს ახორციელებენ „მედიაციის ცენტრი" და „მეგობრობის ხიდი - ქართლოსი" პოლონელ პარტნიორებთან ერთად „პარტნიორები პოლონეთი".