თბილისი. FLEX–ის გაცვლითი პროგრამა მოსწავლეებისთვის აცხადებს აშშ–ში ერთწლიან სასწავლო პროგრამას.
პროგრამის მონაწილეები (მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები) ირჩევიან ღია, შედეგებზე ორიენტირებული კონკურსის საფუძველზე, რომელიც ყოველ შემოდგომას ეწყობა. თითოეული მოსწავლეს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის მოთხოვნებს შეუძლია შესარჩევ ტურებში მონაწილეობის მიღება.
„ამერიკის მთავრობას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია შექმნას მრავალმხრივი შესაძლებლობები ახალგაზრდა თაობისთვის. შესაძლებლობები, რომელიც განავითარებს მათ გლობალურ პერსპექტივებს სახლში, სამსახურსა თუ საერთაშორისო ურთიერთობებში...", ნათქვამია პროგრამის შესახებ ამერიკული საბჭოების ვებგვერდზე.
FLEX–ის გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამერიკული საბჭოების ვებგვერდზე
www.americancouncils.ge/ge
წყარო: ამერიკული საბჭოების ვებგვერდი