იმერეთი. 11 სექტემებრს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის გაიმართა დისკუსიას თემაზე: „დემოკრატიული არჩევნები და არჩევის პრაქტიკა საქართველოში". დისკუსიას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი უძღვებოდა. დისკუსიის მიზანი იყო ახალგაზრდები გაცნობოდნენ თუ რა მნიშვენლობა აქვს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ქვეყნის განვითარებისათვის და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის.
მსმენელებს გააცნეს ინფორმაცია თუ როგორ უნდა წარიმართოს საარჩევნო პროცესები დემოკრატიულად და კანონის ფარგლებში, როგორი უნდა იყოს ამომრჩევლის აქტიურობა და მონაწილეობა, თუ რა არის საქართველოში არჩევნების ჩატარების სამართლებრივი საფუძველი, რას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, საქართველოს საარჩევნო კოდექსი, სხვა საკანონმდებლო აქტები და საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები არჩევნების სამართლიანად ჩატარებისათვის.
დისკუსია გაიმართა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის" (ANI) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი ოსიცალურ ქსელში