სამცხე–ჯავახეთი. 13 სექტემბერს, ახალციხეში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩაატარა. ღონისძიება ფოკუსირებულია არასამთავრობო ორგანიზაციების დაბეგვრის საკითხებზე.
ტრენინგები იმართება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) ფარგლებში.