en
ge

საკრებულოს სხდომების კალენდარი

სამეგრელო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომების და ბიუჯეტის საჯარო განხილვების კალენდრის შექმნა, დებატების მოწყობა ახალგაზრდობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს ის ღონისძიებებია, რომელსაც საზოგადოებრივი  ორგანიზაცია „დეა",  პროექტის „ადგილობრივ თვითმმართველობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების მხარდაჭერის" ფარგლებში გეგმავს. ორგანიზაცია „დეას" ხელმძღვანელმა მადონა ხარებავამ პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საკრებულოს სხდომების კალენდარი მეტად უზრუნველყოფს მოქალაქეების სხდომებზე დასწრებას. ამავე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლებას. მისივე ცნობით, პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის  – „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" – ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სააგენტოს სამეგრელოს რეგიონალური კოორდინატორის ვახტანგ ჯავახაძის თქმით, პროგრამის ფარგლებში საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შეიქმნა მრჩეველთა საბჭოები, რომლებიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გამოვლენაზე და მისი გადაჭრის გზებზე იმუშავებენ. მისივე ცნობით, მრჩეველთა საბჭო ზუგდიდში უკვე შექმნილია და მას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი რევაზ ხაინდრავა ხელმძღვანელობს. მესამე სექტორიდან საბჭოში შედის „დეას" ერთი წარმომადგენელი. ჯავახაძის თქმით, საბჭოს შემადგენლობა კიდევ გაიზრდება და მასში  მედიის წარმომადგენლებსაც მოიწვევენ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)