კახეთი. 11 და 12 აგვისტოს „ქალთა კლუბმა"
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში შეხვედრები გამართა.
,,ქალთა კლუბის" წევრებმა
სოფლებში - ახაშენი, კალაურისა და ვაჩნაძიანის მცხოვრებ ქალებთან ქალთა აქტიურ ჩართულობასა და მის როლზე ისაუბრეს. შეხვედრებს
60-მდე ქალი ესწრებოდა.
,,ქალთა კლუბის" მიზანია, ადგილობრივ სოფლებში მცხოვრები
ქალების ჩართვა-გაწევრიანება. ამ ეტაპზე კლუბში
70-ზე მეტი ქალბატონია გაწევრიანებული.
„ქალთა კლუბის"
დამფუძნებელი ქეთევან გელიტაშვილი:
,,მინდა
ავღნიშნო, რომ შეხვედრები საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. წინა წლებთან შედარებით ქალთა
აქტივობა გაზრდილია და გვინდა, რომ პროცესებს ხელი შევუწყოთ.
ჩვენი
მიზანია, კლუბში რაც შეიძლება მეტი ქალბატონის გაწევრიანება, მათთვის სხვადასხვა ტიპის
ტრენინგების ჩატარება და საბოლოოდ მათი აქტივობის გაზრდა".