en
ge

საზაფხულო სკოლა უნგრეთში

ვიშეგრადის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შერჩეულმა  ოთხმა ქართველმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელმა უნგრეთში საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობა.  ერთკვირიან ტრენინგებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტრენინგებს ჩეხი, სლოვაკი და უნგრელი ექსპერტები უძღვებოდნენ. მონაწილეებმა დამატებითი ცოდნა მიიღეს ისეთ საკითხებზე, როგორიცა ფინანსური სახსრების მოძიება, ორგანიზაციის ბრენდის შექმნა და ბრენდის როლი დაფინანსების წყაროების მოძიებაში, კოოპერატიული დონორების მოძიება, ორგანიზაციის გამჭირვალობის დემონსტრირება, კომუნიკაციის გავლენა და მნიშვნელობა, ბიზნესის კორპორატიული სოციალური პასუხსიმგებლობა ბიზნეს ორგანიზაციების თვალსაწიერიდან და სხვა.უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ესტუმრნენ რამოდენიმე უნგრულ არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის Green Peace-ის უნგრეთის ოფისს ბუდაპეშტში, სადაც  ორგანიზაციის საქმიანობას და წარმატებულ გამოცდილებას გაეცნენ.
წყარო:civitas.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)