en
ge

ახალგაზრდა ადვოკატები ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებებზე

თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატები" მიიჩნევენ, რომ „შსს უნდა დაინტერესდეს, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებები შემთხვევითობაა თუ ორგანიზებული დანაშაული". ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს პარლამენტს, დააჩაქროს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ძალაში შესვლა და დაჩქარებული განხილვის წესით, სისხლის/ადმინისტრაციული სამართლის კოდექსებში შევიდეს ცვლილებები ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების სანქციის გამკაცრებასთან დაკავშირებით. „მიგვაჩნია, რომ შემთხვევით ხდება მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების გადაფარვა და საზოგადოებაში მართლწესრიგების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაჩენა. ცრუ შეტყობინებების ერთ–ერთი მიზანი, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, მოსახლეობის დეორგანიზების მცდელობად მიგვაჩნია. ის ფაქტი, რომ ყველა შეტყობინების ავტორი არასრუწლოვანია, გვაფიქრებინებს, რომ პროცესი მიზანმიმართული და ხელოვნურია", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში 



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)