კახეთი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში
13 აგვისტოს ,,საზოგადოებრივი საქმიანობის კლუბმა" დასუფთავების აქცია მოაწყო.
მოხალისეები, რომლებიც
აქციაში აქტიურად ჩაერთნენ, ამავე სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები
არიან.
საზოგადოებრივი კლუბის
ლიდერის, ზაურ მირიანაშვილის თქმით, მათი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი
მიმართულება სწორედ გარემოს დაცვაა: „დღეს დავასუფთავეთ პატარა სკვერი, რომელიც სოფლის ცენტრში მდებარეობს. 10
დღის წინ კი დავასუფთავეთ ჩვენი საჯარო სკოლის ეზო და სოფლის ცენტრში მდებარე
საცურაო აუზი".