en
ge

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის შესრულების ანგარიში

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეს საქართველოს მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის შესრულების ანგარიში. იგი მოიცავს ოთხ ძირითად სფეროს: დისკრიმინაციას, ფიზიკურ ხელშეუხებლობას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებებს, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას, მედიის წარმომადგენელთა შევიწროების შემთხვევებსა და შეკრებისა და თავისუფალი არჩევნების უფლებებს.
ეს ალტერნატიული დოკუმენტი გაიგზავნება გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 109-ე სესიაზე, რომელიც გაიმართება ჟენევაში 2013 წლის 14 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე და რომლის მსვლელობაშიც შედგება მსჯელობა საქართველოს მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე.
სამოქალაქო სექტორის ანგარიში შეავსებს საქართველოს მთავრობის მიერ 2012 წლის ოქტომბერში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში წარდგენილ ანგარიშს.
ალტერნატიული ანგარიში შეიმუშავა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის (OHCHR) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.
კოალიცია აერთიანებს წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის, ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციის ანალიტიკურ ცენტრს, ციხის საერთაშორისო რეფორმას, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას და სხვებს.
ანგარიში
წყარო: npo.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)