en
ge

ახალგარდულ ფორუმზე შემუშავებული კიდევ ერთი პროექტი წარმატებით დასრულდა

გურია. ახალგაზრდულ ფორუმზე შემუშავებული კიდევ ერთი პროექტი წარმატებით დასრულდა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის შედეგად სუფსის საჯარო სკოლას წყალი მიეწოდება.
ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში მოსწავლეებმა პროექტი ინფრასტრუქტურის სფეროში მოამზადეს. იგი მიზნად ისახავდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის სკოლის წყლით უზრუნველყოფას. პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით ახალგაზრდა ფორუმელები შეხვდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს. ეფექტური თანამშრომლობის შედეგად სოფელ სუფსის ადგილობრივმა თვითმმართველობამ შეიძინა და დაამონტაჟა მილი, რომლითაც დღეისათვის სკოლას წყალი უწყვეტად მიეწოდება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)