სამეგრელო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შეხვედრების დარბაზში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ორგანიზებით, ადგილობრივ თვითმმართველობაში ადამიანური რესურსების მართვის ტრენინგი გაიმართა. სამუშაო შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველ ქალაქ ფოთის გამგეობა-საკრებულოს თანამშრომლები დაესწრნენ.
შვედმა ანალიტიკოსმა ქირსტენ კამაანი საატესტატო-საკონკურსო კომისიის არსსა და ზოგადად, ადმინისტრაციულ ორგანოებში თანამშრომლების აყვანა-გათავისუფლების საკითხებზე ისაუბრა.