აჭარა. 24 სექტემბერს, ბათუმის პრეს-კაფეში, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„ხედვა დაბრკოლების მიღმა". პრეს-კაფე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ფოტოპროექტს ახორციელებს. ბათუმელ ფოტოგრაფებზე გათვლილი პროექტი 7 ხელოვანის ნამუშევრების გამოფენას და მათზე მომზადებული ფილმების ჩვენებას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში, პირველი ღონისძიება ფოტოგრაფ ლაშა ფალავანდიშვილის გამოფენის მოეწყობა იყო, სადაც ავტორის მიერ შერჩეული 12 ფოტო იყო წარმოდგენლი. სტუმრებს უჩვენეს ასევე ფოტოგრაფზე მომზადებული 5-წუთიანი ფილმი. შეხვედრის ბოლოს კი ნაჩვენებ იქნა სტენლი კრამერის ფილმი -„მოიმკი ქარიშხალს". აღნიშნული პროექტი დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.