თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დაიწყო იმ დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სატნდარტების მონიტორინგი, რომლებზეც არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს N219 დადგენილება. ინსტიტუტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის დადგენილი სტანდარტების მთავრობის მიერ მიღებულ სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზს შესთავაზებს მკითხველს.
„მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ დღეს უკვე არსებობს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა, რომელიც შემუშავებული იქნა სამოქალაქო საზოგადოების უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტი მის შეკვეცილ და მნიშვნელოვნად სახეცვლილ ვერსიას წარმოადგენს", ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ბლოგზე.
წყარო: opendatablog.wordpress.com