en
ge

„უხმო ფილმების ხმა“ ბათუმში

აჭარა. ახალგაზრდული ორგანიზაცია არტვეი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იწყებს ახალი პროექტის – „უხმო ფილმების ხმა" – განხორციელებას. პროექტის მიზანია ქართული უხმო ფილმების პოპულარიზება და არასაზაფხულო პერიოდში ქალაქში კულტურული ღონისძიებების გახანგრძლივება.
პროექტის ფარგლებში, ბულვარის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ მოეწყობა ქართული უხმო ფილმების ჩვენება ცოცხალი მუსიკის ფონზე. დაგეგმილია ოთხი უხმო ფილმის ჩვენება და მაყურებლისთვის ქართული კინემატოგრაფიის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდება. პროექტის ფარგლებშივე დაიბეჭდება საინფორმაციო ბარათები სამ ენაზე, რომელიც მოსულ სტუმრებს დეტალურად გააცნობს ქართული უხმო კინოს ისტორიას.
ფილმის ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)