სამცხე–ჯავახეთი. საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრისა და ახალციხის
ახალგაზრდული ცენტრის ხელშეწყობით აწყურის
მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკში ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო კლუბის წევრებისათვის ვიზიტი მოეწყო.
აწყურის ბანაკში ამჟამად ხორციელდება პროექტი „ჩართე მზე – გაათბე სახლი", სადაც მოსახლეობას უტარებენ ტრენინგებს მზის ენერგიის გამოყენების შესახებ.
საზოგადოებრივი
განვითარების ახალციხის ცენტრის თავმჯდომარე ნუგზარ თათეშვილი სამოქალაქო კლუბის წევრებს მზით წყლის გამათბობებ კოლექტორებსა
და მათი დამონტაჟების წესებზე ესაუბრა.
აწყურის ბანაკში ვიზიტი მიზნად ისახავდა საბუნებისმეტყველო მეცნიერების პრაქტიკაში გამოყენებას, სამოქალაქო კლუბის წევრებმა მზის ენერგიის გამოყენების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია
მიიღეს და ადგილზე ნახეს მზის კოლექტორები.