en
ge

NIMD-ის დემოკრატიულმა სკოლამ თელავში სწავლა განაახლა

კახეთი. დემოკრატიის სკოლამ სწავლება განახლდა. წლევანდელ კურსს 25 მსმენელი  გაივლის. 
ნიკა შარვაშიძე, თელავის დემოკრატიული სკოლის კოორდინატორი: ,,სკოლის მსმენელების სასწავლო პროგრამა 5 თვით შემოიფარგლება. ამ პერიოდის განმავლობაში მსმენელები  მოისმენენ არაერთ ლექციას დემოკრატიის მნიშვნელოვან საკითხებზე, გაეცნობიან ისეთ თემებს რომლებიც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნებს, ადამიანის უფლებებს, ადვოკატირებას, ლიდერობას და სხვ.  გარდა ამისა, დაეუფლებიან პროექტის წერის, დებატებისა და საჯარო გამოსვლების პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დემოკრატიის სკოლის მსმენელებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ კონფერენციებსა და საერთა-შორისო გაცვლით პროგრამებში". 
NIMD-ი ხელს უწყობს ახლი ინიციატივებისა და იდეების განხორციელებას.  ამ მიზნით პერიოდულად აცხადებს საგრანტო კონკურსებს და აფინანსებს უშუალოდ დემოკრატიის სკოლების მსმენელთა მიერ დაწერილ პროექტებს, რომელებიც მიმართულია კონკრეტული პრობლემის მოგვარების ან დემოკრატიული იდეების განმტკიცებისაკენ.
ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის საგანმანათლებლო პროგრამა მესამე წელია ხორციელდება. ნიმდის დემოკრატიული სკოლა საქართველოს 4 ქალაქში ფუნქციონირებს. 



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)