en
ge

შეხვედრა დევნილთა საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის სტრატეგიის საკითხებზე

თბილისი. 26 სექტემბერს, ცენტრ „აფხაზეთის" ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ეროვნული და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას შორის. შეხვედრას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა დევნილთა საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის სტრატეგიის მიმდინარე და მოსალოდნელი გამოწვევების განხილვას და არასამთავრობო სექტორის ჩართულობას სტრატეგიის განხორციელების პროცესში. 
შეხვედრაზე მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გააკეთებენ კომენტარებს დევნილთა საარსებო წყაროების შესახებ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის არსებულ ვერსიაზე. შემდგომ ეტაპზე სამინისტროს მონაწილეობით მოხდება კომენტარების ანალიზი და გათვალისწინება. ევროკავშირის მიერ საარსებო წყაროების შესახებ საპროექტო განაცხადების კონკურსის მიმართულებები სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ასახულ პრიორიტეტებს დაეფუძნება. დევნილთა სამინისტრო კი მონაწილეობას მიიღებს შემოთავაზებული საპროექტო განაცხადების და ორგანიზაციების შერჩევაში, რომლებიც განახორციელებენ დევნილთა საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის მხარდამჭერ პროექტებს. 
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოცაილურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)