ქვემო ქართლი. 28 სექტემბერს სიქამ რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების ლიდერებთან, ქართველ, ევროპელ EVS და „მშვიდობის კორპუსის" მოხალისეებთან ერთად, რუსთავში „მსოფლიო გულის დღე" მოაწყო. ჩატარდა 5 კმ-იანი მარათონი სირბილში, როლებითა და ველოსიპედებით რბოლაში. მარათონის დასასრულს მერიის წინ მოედანზე მოეყო სამოქალაქო კლუბების წევრების მიერ ჯანსაღი გულის თემაზე შექმნილი პოსტერების გამოფენა - კონკურსი. კონკურსის ყველა სახეობაში საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო პრიზები.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში