თბილისი. კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. კოალიცია მიესალმება ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების სფეროში რეფორმის გაგრძელების ინიციატივას და გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ითანამშრომლოს ხელისუფლების სამივე შტოსთან, რათა „უზრუნველყოფილ იქნას დამოუკიდებელი, სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების სისტემის შექმნა და განმტკიცება საქართველოში". კოალიცია მიიჩნევს, რომ „სასამართლო რეფორმის მეორე ეტაპზე სახელმწიფოს ყურადღება და რესურსები მიმართული უნდა იყოს მოსამართლეთა შერჩევა (დანიშვნის) და დისციპინური სამართალწარმოების საკანონმდებლო-ინსტიტუციონალური ბაზისა და პრაქტიკის გაუმჯობესებისა და სრულყოფისაკენ", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო:კონსტიტუციის 42–ე მუხლის გვერდი სოციალურ ქსელში