გურია. ოზურგეთის „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში" სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისთვის შეხვდრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის ურთიერთობის შესახებ დისკუსიის გამართვა იყო. შეხვედრაზე, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა, მონაწილეებმა იმსჯელეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების სწორი საკომუნიკაციო სტარეტეგიების საჭიროებასა და სამოქალაქო საზოგადოების სექტორის როლზე.
შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ მომზადებული საინფორმაციო-სარეკლამო რგოლები, სადაც ასახულია საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის ძირითადი პრინციპები, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების საერთაშორისო ასამბლეამ დაამტკიცა და რომელთაც „სტამბულის პრინციპები" ეწოდა.