en
ge

ეკობანაკი მტირალას ეროვნულ პარკში

აჭარა.  6 - 13 აგვისტოს USAID-ის პროგრამამ INRMW-საქართველომ მოაწყო ეკობანაკი მტირალას ეროვნულ პარკში.  ბანაკის მიზანი იყო მოსწავლე ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება წყალჭარბ და რელიქტურ ტერიტორიებზე, წყალჭარბი ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე.
29 მოსწავლე თელავის, ნაფარეულის, ქისტაურის, მატანის, ზემო და ქვემო ალვანის საჯარო სკოლების ეკოკლუბებიდან გაეცნენ დასავლეთ საქართველოს დაცულ ტერიტორიებს სხვადასხვა ტურისტული მარშრუტებითა და მოწვეული სტუმრების ლექციებით.
დახურვის ღონისძიებაზე INRMW-საქართველოს პროგრამის დირექტორმა გადასცა დიპლომები 5 ეკოკლუბს საუკეთესო საპროექტო წინადადებისათვის, განათლებისა და მეცნიერების სამინსტროს და დაცული ტერიტორების სააგენტოს წარმომადგენლებმა 15 მოსწავლეს გადასცეს ეკოტრენერების სერთიფიკატები. ეკოკლუბებმა თემატიკისა და დამსახურების მიხედვით მიიღეს საგრანტო საჩუქრები: 7 მიკროსკოპი TK2, 4 ზურგჩანთა წყლის მინი  ლაბორატორიის საველე აღჭურვილობით და 5 ჩანთა ეკოტრენერებისთვის.
წყარო: cenn

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)