en
ge

„ორმოცდაათი ფემინისტის მანიფესტი“

თბილისი. 27 სექტემბერს, მწერალთა სახლში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისა და მწერალთა სახლის ორგანიზებით, გაიმართა ლიტერატურული საღამო „ორმოცდაათი ფემინისტის მანიფესტი”, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტს „50 ქალი საქართველოდან" მიეძღვნა.
საღამოზე პროექტში წარმოდგენილი ქართველი ქალების ნააზრევი გააჟღერეს ლელა გაფრინდაშვილმა, ეკა აღდგომელაშვილმა, დათო გაბუნიამ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ქალი პოეტების ლექსები წაიკითხეს პაატა შამუგიამ, გიორგი კეკელიძემ, შოთა იათაშვილმა, ირაკლი კაკაბაძემ, გიორგი ლოჟანიძემ.
საღამოს დასასრულს ნაჩვენები იყო ნუცა ღოღობერიძის მიერ 1930 წელს გადაღებული ფილმი „ბუბა".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)