თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს.
„...ვფიქრობთ, რომ კანონში ისეთი ძირეული ცვლილებების განხორციელება, რომლებიც არ არის დაკავშირებული ამ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანასთან, არ უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით. აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა უნდა მოხდეს ფართო დისკუსიის საფუძველზე და საზოგადოების ჩართულობით...", – ნათქვამია ორგანიზაციების ვებგვერდებზე.
წყარო: gyla.ge