en
ge

ტრენინგი საქართველოს ადმინისტრაციული-ტერიტორიული მოწყობაზე

კახეთი. თელავში, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ბიზნეს-ცენტრმა ,,კახეთმა" შაბათს, 18 აგვისტოს ჩაატარა ტრენინგი თემაზე: საქართველოს ადმინისტრაციული–ტერიტორიული მოწყობა. ტრენინგი მიზნად ისახავდა საზოგადოებისათვის აქტუალური თემის საჯარო განხილვას.
სოსო მიქელაძე, ბიზნეს-ცენტრის ,,კახეთი" დირექტორი: ,,ღონისძიებაში, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებისათვის აქტუალური თემის საჯარო განხილვას ჩავრთედ ყველა ასაკის დაინტერესებული მოქალაქე. ჩვენი შეხვედრა ეხებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობას. ღონისძიების თითოეულ მონაწილეს ჰქონდა შესაძლებლობა აქტიურად ჩართულიყო დისკუსიაში, გამოეთქვა საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები: რამდენად შედეგიანად მიაჩნია საკუთარ ქვეყნის ამჟამინდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა (მუნიციპალიტეტი, რეგიონი, ცენტრი), რას შეცვლიდა ან გააუმჯობესებდა იგი ეფექტური მმართველობის ჩამოყალიბებისათვის და სხვა".
ორგანიზატორების თქმით, მსგავს შეხვედრებში მონაწილეობა თითოეული აქტიური მოქალაქისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარი სამოქალაქო პოზიციების დაფიქსირების, სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების, საერთო დემოკრატიული აზროვნების განვითარებისა და საზოგადოებრივი დაკვეთების ფორმირების კუთხით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)