en
ge

ცენტრ „აფხაზეთის“ პროექტი

შიდა ქართლი. ცენტრი „აფხაზეთი" პროექტის - „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება" – ფარგლებში აგრძელებს მუშაობას გორის მუნიციპალიტეტის სოფლების რვა საჯარო სკოლაში სასკოლო კლუბების ჩამოყალიბების და განვითარების მიზნით.
თითოეულ სკოლაში შექმნილია 7 სასკოლო კლუბი. კლუბში მუშაობის განმავლობაში მოსწავლეებმა დამოუკიდებლად უნდა შექმნან ლოგო, მოიფიქრონ დასახელება და მოიპოვონ მხარდაჭერა. საუკეთესო ნიმუშები მოსწავლეთა მიერ ხმის მიცემით გამოვლინდება. ამ ეტაპზე უკვე შერჩეულია ლოგო და სახელწოდება ახალდაბის საკლუბო აუდიტორიისთვის. კონკურსები გრძელდება სხვა საჯარო სკოლებში მომავალი ერთი კვირის განმავლობაში.
პროექტი „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება" დაფინანსებულია USAID-ის მიერ და ხორციელდება UNICEF-ის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)