თბილისი. 29 სექტემბერს, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და სამოსის დღე გაიმართა. პროექტი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა და მის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება განხორციელდა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნები". ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მსვლეობა, საბრძოლო საჩვენებელი წარმოდგენები, შეჯიბრი მშვილდოსნობაში, მკერდაობაში, ძალის გამოცდაში, ლელო-ბურთი და სხვა ტრადიციული ქართული თამაშობები, იარაღისა და საბრძოლო აღჭურვილობის გამოფენა, მოეწყობა ცნობილი მხედართმთავრების კუთხეები. ქართული საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი საქართველოში პირველად ჩატარდა და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ქართული კულტურის პოპულარიზაციაა.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში